---
title: "თანასწორი შესაძლებლობები — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/tanaswori-shesadzleblobebi"
term_ka: "თანასწორი შესაძლებლობები"
alternate_names: "equal opportunities"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო"
publisher: "Legal.Ge"
---

# თანასწორი შესაძლებლობები

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო.
> ციტირება: „თანასწორი შესაძლებლობები“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/tanaswori-shesadzleblobebi
> სინონიმები / EN: equal opportunities

## საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება

თანასწორი შესაძლებლობები თანასწორობის იდეის გამოხატულებაა და გულისხმობს ამა თუ იმ სფეროში ადამიანების თვითრეალიზაციისთვის ერთნაირი შესაძლებლობების გარანტირებას. სახელმწიფოს ევალება შექმნას ისეთი საკანონმდებლო სივრცე, რომელიც ყოველ კონკრეტულ ურთიერთობაში არსებითად თანასწორ პირებს თანასწორ შესაძლებლობებს შეუქმნის. თანასწორობის უფლება მოითხოვს, რომ სახელმწიფო ანალოგიურ, მსგავს, საგნობრივად თანასწორ გარემოებებში მყოფ პირებს ერთნაირად მოეპყროს.

### გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები

თანასწორი შესაძლებლობები არ ნიშნავს ადამიანების სრულ გათანაბრებას ან მათი ბუნებისა და შესაძლებლობების განურჩევლად ერთსა და იმავე პირობებში მოქცევას. დიფერენცირების ფაქტი თავისთავად საკმარისი არ არის თანასწორობის უფლების სფეროში ჩარევის დასასაბუთებლად.

კონსტიტუციის მუხლები: [კონსტიტუცია, მუხლი 11 (2018)](https://legal.ge/ka/law/30346-sakartvelos-konstitutsia/11)

### საკვანძო საკონსტიტუციო პრეცედენტები

- [№2/3/1609 (2026-04-30)](https://legal.ge/ka/constitutional/1861-2-3-1609-budu-sheqiladze-sakartvelos-parlamentis-tsinaaghmdeg#p-34)
- [№3/3/1526 (2020-09-25)](https://legal.ge/ka/constitutional/1210-3-3-1526-a-a-ip-mokalaketa-politikuri-gaertianeba-akhali-politikuri#p-72)
- [№2/3/1279 (2019-07-05)](https://legal.ge/ka/constitutional/1101-2-3-1279-levan-alapishvili-da-ks-alapishvili-da-qavlashvili-sakartvelos#p-73)
- [№2/7/667 (2017-12-28)](https://legal.ge/ka/constitutional/921-2-7-667-ss-teleneti-sakartvelos-parlamentis-tsinaaghmdeg#p-71)
- [№2/6/623 (2015-05-27)](https://legal.ge/ka/constitutional/604-2-6-623-shps-sadazghvevo-kompania-unisoni-sakartvelos-parlamentis#p-23)
- [№2/1/473 (2011-03-18)](https://legal.ge/ka/constitutional/445-2-1-473-bichiko-chonkadze-da-skhvebi-sakartvelos-energetikis-ministris#p-42)
## საკანონმდებლო განმარტებები

### [გენდერული თანასწორობის შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/91624-genderuli-tanasworobis-shesakheb/3)

ქალისა და მამაკაცის უფლებებისა და თავისუფლებების თანასწორობის მიღწევის საშუალებებისა და პირობების სისტემა
