---
title: "თანმხლები დოკუმენტი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/tanmkhlebi-dokumenti"
term_ka: "თანმხლები დოკუმენტი"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# თანმხლები დოკუმენტი

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „თანმხლები დოკუმენტი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/tanmkhlebi-dokumenti

## საკანონმდებლო განმარტებები

### [სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ — მუხლი 4](https://legal.ge/ka/law/2634028-sursatad-tskhovelis-sakvebad-gankutvnili-genetikurad-modipitsirebuli-o/4)

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია, რომელშიც მითითებულია ნორმატიული დოკუმენტი, რომელსაც შეესაბამება პროდუქტი, აგრეთვე მითითებულია ინფორმაცია პროდუქტში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, გენმოდიფიცირებული პროდუქტის ან გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის/ინგრედიენტების შემცველობის შესახებ; საჭიროების შემთხვევაში – აგრეთვე პროდუქტში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, გენმოდიფიცირებული პროდუქტის ან გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის/ინგრედიენტების შემცველობის შესახებ აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ ჩატარებული გამოცდის ოქმი
