---
title: "თბური ტუმბო — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/tburi-tumbo"
term_ka: "თბური ტუმბო"
statutory_definitions: 2
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# თბური ტუმბო

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „თბური ტუმბო“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/tburi-tumbo

## საკანონმდებლო განმარტებები

### [შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/4873932-shenobebis-energoepekturobis-shesakheb/2)

მექანიზმი, დანადგარი ან მოწყობილობა, რომელიც ბუნებრივი გარემოდან, კერძოდ, წყლიდან, ჰაერიდან ან ნიადაგიდან, შენობებს ან სამრეწველო მოწყობილობებს გადასცემს სითბოს ბუნებრივი ნაკადის ისე შეცვლით, რომ იგი დაბალი ტემპერატურიდან მაღალი ტემპერატურისკენ მიედინება. რევერსულ თბურ ტუმბოს შეუძლია აგრეთვე სითბოს შენობიდან გარეთ, ბუნებრივ გარემოში გატანა

### [ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ — მუხლი 4](https://legal.ge/ka/law/16210-atmosperuli-haeris-datsvis-shesakheb/4)

მოწყობილობა, რომელიც სითბოს ჰაერიდან, წყლიდან ან მიწიდან იღებს და დანიშნულებისამებრ აწვდის
