---
title: "ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/tskhovrebis-wesis-mnishvnelovnad-shetsvlis-realuri-sachiroeba"
term_ka: "ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება

> წყარო: უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი.
> ციტირება: „ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლის რეალური საჭიროება“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/tskhovrebis-wesis-mnishvnelovnad-shetsvlis-realuri-sachiroeba

## უზენაესი სასამართლო · სისხლის სამართალი

მდგომარეობა, როდესაც დამნაშავის ქმედებები ობიექტურად შეუძლებელს ხდის დაზარალებულის მიერ საკუთარი შეხედულებით განსაზღვრული და არჩეული ცხოვრების წესის გაგრძელებას. მნიშვნელოვანი ცვლილების საჭიროება გულისხმობს ჩვეული რიტმის ისეთ დარღვევას, რომელიც დაზარალებულისგან მომეტებული დისკომფორტის გამომწვევ დამატებით მოქმედებას ან მოქმედებისგან თავის შეკავებას მოითხოვს.

ნორმატიული საფუძველი: სსკ 151^1(1)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№1447აპ-23 (2024-04-05)](https://legal.ge/ka/case-law/criminal/56252-1447ap-23-mtkitsebulebata-dasashveboba#p-22)
