---
title: "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmi"
term_ka: "ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmi

## საკანონმდებლო განმარტებები

### [ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ — მუხლი 4](https://legal.ge/ka/law/2516880-tsotskhali-genmodipitsirebuli-organizmebis-shesakheb/4)

ნებისმიერი ორგანიზმი (ადამიანის გარდა), რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია არაბუნებრივი (თანამედროვე ბიოტექნოლოგიური) მეთოდების გამოყენებით, რაც ნიშნავს ორგანიზმის გენეტიკური მასალის შეცვლას ხელოვნურ (ინ ვიტრო) პირობებში ნუკლეინის მჟავების ორგანიზმის უჯრედებში ან ორგანელებში პირდაპირი ინექციის მეთოდის ან/და სხვადასხვა ტაქსონომიური სტატუსის მქონე ორგანიზმების უჯრედების შერწყმის მეთოდების გამოყენებით. ეს მეთოდები საშუალებას იძლევა, გადაილახოს ბუნებრივი, ფიზიოლოგიური, რეპროდუქციული ან რეკომბინაციული ბარიერი; ამავე დროს, ისინი არ განეკუთვნება ტრადიციულ სელექციურ და ჯიშთა გამოყვანის მეთოდებს
