---
title: "ტურიზმი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/turizmi"
term_ka: "ტურიზმი"
statutory_definitions: 2
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# ტურიზმი

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „ტურიზმი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/turizmi

## საკანონმდებლო განმარტებები

### [ტურიზმის შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/6012850-turizmis-shesakheb/2)

ადამიანების თავისუფალი, ნებაყოფლობითი, დროებითი გადაადგილება საცხოვრებელი ადგილის ფარგლების გარეთ დასვენების, გაჯანსაღების, კულტურული და შემეცნებითი ინტერესის დაკმაყოფილების, პირადი, საქმიანი ან/და პროფესიული მიზნით, რომელიც დაკავშირებული არ არის დანიშნულების ქვეყანაში ან დანიშნულების ადგილზე ანაზღაურებად საქმიანობასთან

### [ტურიზმისა და კურორტების შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/33370-turizmisa-da-kurortebis-shesakheb/2)

ადამიანის თავისუფალი, ნებაყოფლობითი, დროებითი გადაადგილება თავისი საცხოვრებელი ადგილიდან დასვენების, გაჯანსაღების, ისტორიისა და კულტურის ძეგლების დათვალიერების და/ან სხვა მიზნით
