---
title: "უპირატესი შესყიდვის უფლება — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/upiratesi-shesqidvis-upleba"
term_ka: "უპირატესი შესყიდვის უფლება"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# უპირატესი შესყიდვის უფლება

> წყარო: უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „უპირატესი შესყიდვის უფლება“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/upiratesi-shesqidvis-upleba

## უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი

პირის შესაძლებლობა, შეიძინოს ქონება მესაკუთრისგან იმ ფასითა და პირობებით, რომლებითაც მესაკუთრე მის მესამე პირისთვის მიყიდვას აპირებს; უფლების განხორციელება ვალდებულება არ არის.

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ას-607-2022 (2023-02-15)](https://legal.ge/ka/case-law/civil/27533-as-607-2022-sanivto-samartali)
- [№ას-43-430-05 (2005-04-05)](https://legal.ge/ka/case-law/civil/2906-as-43-430-05-sanivto-samartali)
- [№ას-1030-2024 (2025-11-27)](https://legal.ge/ka/case-law/civil/32098-as-1030-2024-sanivto-samartali)
- №3კ/799 (2001-01-24)
## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

მფლობელს, რომელიც სამართლებრივი საფუძვლით ათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ფლობდა და იყენებდა ნივთს, აქვს მისი უპირატესი შესყიდვის უფლება, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; სახელმწიფო ქონების პრივატიზების სპეციალური წესი ასეთ გამონაკლისს წარმოადგენს.

ნორმატიული საფუძველი: [საქართველოს სამოქალაქო კოდექსი](https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/169)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-917-1125-კ-04 (2005-02-23)](https://legal.ge/ka/case-law/admin/61161-bs-917-1125-k-04-sakutreba-sajaro-reestri#p-32)
- [№3გ-ად-548-კ-02 (2003-07-24)](https://legal.ge/ka/case-law/admin/60551-3g-ad-548-k-02-sakutreba-sajaro-reestri)
