---
title: "უცხოური სადაზღვევო ორგანიზაცია — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/utskhouri-sadazghvevo-organizatsia"
term_ka: "უცხოური სადაზღვევო ორგანიზაცია"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# უცხოური სადაზღვევო ორგანიზაცია

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „უცხოური სადაზღვევო ორგანიზაცია“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/utskhouri-sadazghvevo-organizatsia

## საკანონმდებლო განმარტებები

### [ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/5841969-nebaqoplobiti-kerdzo-pensiis-shesakheb/2)

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული და შესაბამისი ორგანოების მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ საქართველოში დაფუძნებული ფილიალი (წარმომადგენლობა), რომელიც რეგისტრირებულია ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და უფლებამოსილია განახორციელოს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე
