---
title: "ვალდებულების შესასრულებლად გადაცემულის დაბრუნება — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/valdebulebis-shesasruleblad-gadatsemulis-dabruneba"
term_ka: "ვალდებულების შესასრულებლად გადაცემულის დაბრუნება"
judicial_sources: "უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# ვალდებულების შესასრულებლად გადაცემულის დაბრუნება

> წყარო: უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „ვალდებულების შესასრულებლად გადაცემულის დაბრუნება“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/valdebulebis-shesasruleblad-gadatsemulis-dabruneba

## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

ვალდებულების შესასრულებლად გადაცემული შეიძლება დაბრუნდეს, თუ ვალდებულება არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შემდგომში შეწყდა. დაბრუნებისათვის აუცილებელი არ არის, რომ მიმღები მიღების მომენტში არამართლზომიერად მოქმედებდეს.

ნორმატიული საფუძველი: [საქართველოს სამოქალაქო კოდექსი](https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/976)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-59-255-კ-03 (2003-10-09)](https://legal.ge/ka/case-law/admin/60674-bs-59-255-k-03-aghsruleba-shesqidvebi#p-41)
- [№ბს-64-259-კ-03 (2003-09-01)](https://legal.ge/ka/case-law/admin/60580-bs-64-259-k-03-sagadasakhado-dava)
