---
title: "ვეტერინარული პასპორტი — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/veterinaruli-pasporti"
term_ka: "ვეტერინარული პასპორტი"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# ვეტერინარული პასპორტი

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „ვეტერინარული პასპორტი“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/veterinaruli-pasporti

## საკანონმდებლო განმარტებები

### [შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ — მუხლი 3](https://legal.ge/ka/law/6566730-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb/3)

ცხოველის საინფორმაციო ფურცელი, რომელშიც ვეტერინარმა ან ვეტერინარმა ტექნიკოსმა შეიძლება შეიტანოს ყოველწლიური ვაქცინაციის, სტერილიზაციის/კასტრაციის, ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურების (მათ შორის, ალერგიული რეაქციის, ჯანმრთელობის კონდიციის, წონის) და ანტიპარაზიტული საშუალებების გამოყენების შესახებ ჩანაწერები, აგრეთვე მეპატრონის თაობაზე ინფორმაცია (საიდენტიფიკაციო მონაცემები და საკონტაქტო ინფორმაცია)
