---
title: "წარმომადგენლობა — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/warmomadgenloba"
term_ka: "წარმომადგენლობა"
alternate_names: "Representation, representation"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო · უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი"
publisher: "Legal.Ge"
---

# წარმომადგენლობა

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე · საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო · უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი · უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი.
> ციტირება: „წარმომადგენლობა“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/warmomadgenloba
> სინონიმები / EN: Representation, representation

## საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება

წარმომადგენლობითი დემოკრატიის ფარგლებში წარმომადგენლობა გულისხმობს ხალხის მიერ წარმომადგენლების არჩევას და მათი მეშვეობით სახელმწიფო მმართველობაში მონაწილეობასა და სუვერენული ძალაუფლების განხორციელებას. არჩევნები წარმომადგენლობითი დემოკრატიის განხორციელებისა და სახალხო სუვერენიტეტის რეალიზაციის მექანიზმია. მოქალაქეებს შეუძლიათ, თავადაც იყვნენ წარმომადგენლები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო მმართველობაში.

### გამიჯვნა და გამოყენების ფარგლები

წარმომადგენლების მეშვეობით ძალაუფლების განხორციელება განსხვავდება რეფერენდუმისა და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისაგან. ორგანოს კონსტიტუციური სტატუსი თავისთავად არ გულისხმობს მის საყოველთაო და ფარული არჩევნებით ფორმირებას.

### საკვანძო საკონსტიტუციო პრეცედენტები

- [№3/3/600 (2017-05-17)](https://legal.ge/ka/constitutional/825-3-3-600-kakha-kukava-sakartvelos-parlamentis-tsinaaghmdeg#p-42)
- [№3/2/588 (2016-04-14)](https://legal.ge/ka/constitutional/668-3-2-588-salome-kinkladze-nino-kvetenadze-nino-odisharia-dachi-janelidze#p-42)
## უზენაესი სასამართლო · სამოქალაქო სამართალი

წარმომადგენლობა პირს ანიჭებს უფლებას, მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოდგენილის სახელითა და მისი ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეული საპროცესო მოქმედებები შეასრულოს.

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ას-514-486-2012 (2012-05-14)](https://legal.ge/ka/case-law/civil/10450-as-514-486-2012-ipoteka-sabanko-dava)
## უზენაესი სასამართლო · ადმინისტრაციული სამართალი

წარმომადგენელი იურიდიული მოქმედებისას ავლენს ნებას, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს წარმოდგენილის ნებას, და წარმოდგენილის სახელით ახორციელებს იურიდიული მნიშვნელობის ქმედებას.

ნორმატიული საფუძველი: [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილი](https://legal.ge/ka/law/31702-sakartvelos-samokalako-kodeksi/103)

### სასამართლო პრეცედენტები

- [№ბს-388-388(კ-18) (2018-09-03)](https://legal.ge/ka/case-law/admin/76425-bs-388-388-k-18-samartaldarghvevebi-politsia#p-27)
- [№ბს-366-362(2კ-14) (2014-10-02)](https://legal.ge/ka/case-law/admin/72421-bs-366-362-2k-14-sakhelmtsipo-ziani)
## საკანონმდებლო განმარტებები

### [ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/22558-qopili-ssrk-is-mier-xx-saukunis-40-ian-wlebshi-sakartvelos-ssr-idan-id/2)

საქართველოს დიპლომატიური ან სხვა შესაბამისად უფლებამოსილი დაწესებულება საზღვარგარეთ
