---
title: "ზედამხედველი მოსამართლე — იურიდიული განმარტება"
url: "https://legal.ge/ka/glossary/zedamkhedveli-mosamartle"
term_ka: "ზედამხედველი მოსამართლე"
statutory_definitions: 1
judicial_sources: "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"
publisher: "Legal.Ge"
---

# ზედამხედველი მოსამართლე

> წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე.
> ციტირება: „ზედამხედველი მოსამართლე“, იურიდიული ლექსიკონი, Legal.Ge, https://legal.ge/ka/glossary/zedamkhedveli-mosamartle

## საკანონმდებლო განმარტებები

### [კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ — მუხლი 2](https://legal.ge/ka/law/27364-kontrdazverviti-sakmianobis-shesakheb/2)

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რომელიც გასცემს ამ კანონით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიების განხორციელების შესახებ ბრძანებას, აგრეთვე ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების შესახებ ბრძანებას და ამ კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში აკონტროლებს: უ.ა) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას კონტროლის ელექტრონული სისტემითა და კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემით; უ.ბ) ამ კანონის 14 7 მუხლის საფუძველზე ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებულ აქტივობებს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით
