---
title: "მუხლი 101. მედიაციის ქვემდებარე სამართლებრივი დავები — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/101"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "101"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 101. მედიაციის ქვემდებარე სამართლებრივი დავები — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 101 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/101

ნოტარიუსი უფლებამოსილია, განახორციელოს მედიაცია:
ა) საოჯახოსამართლებრივ დავებზე (გარდა შვილად აყვანისა, შვილად აყვანის ბათილად ცნობისა, მშობლის უფლების შეზღუდვისა და მშობლის უფლების ჩამორთმევისა);
ბ) სამემკვიდრეოსამართლებრივ დავებზე;
გ) სამეზობლოსამართლებრივ დავებზე;
დ) ვალდებულებითი ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებზე;
დ
1
)
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ე) სხვა ქონებრივი და არაქონებრივი ხასიათის სამოქალაქო დავებზე, რომლებზეც საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის მედიაციის განხორციელების სპეციალური წესი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №42 - ვებგვერდი, 12.08.2013წ.
საქართველოს იუსტიციის მინიტრის 2016 წლის 30 ივლისის ბრძანება №146 - ვებგვერდი, 31.07.2016წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №488 - ვებგვერდი, 31.12.2019 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/100.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/102.md
