---
title: "მუხლი 105. მედიაციის ჩატარების ზოგადი წესები — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/105"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "105"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 105. მედიაციის ჩატარების ზოგადი წესები — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 105 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/105

1. მედიაციის ჩასატარებლად მედიატორი ნოტარიუსი მონაწილე მხარეებს იწვევს დახურულ სხდომაზე.

2. მედიაცია, როგორც წესი, ტარდება ზეპირი ფორმით.

3. ნოტარიუსი უფლებამოსილია, აწარმოოს ინდივიდუალური მოლაპარაკება თითოეულ მხარესთან.

4. ყველა მხარის თანხმობით, ნოტარიუსს უფლება აქვს, სხდომაზე მოიწვიოს მოწმეები და სპეციალისტები, განახორციელოს დოკუმენტებისა და ნივთების დათვალიერება. ამ მოქმედებების ჩატარების ხარჯები ეკისრებათ მხარეებს.

5. მხარეთა მოთხოვნით, მედიაციის პროცესში მონაწილე ყველა პირს ეკისრება კონფიდენციალურობის შენარჩუნების ვალდებულება, რომლის თაობაზეც ეს პირები მედიატორი ნოტარიუსის თანდასწრებით ხელს აწერენ შესაბამის აქტს.

6. იურიდიული პირის სახელით მედიაციის პროცესში მონაწილეობს შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენელი.

7. მედიაციის განხორციელების სხვა პროცედურებს მედიატორი ნოტარიუსი განსაზღვრავს თავისი შეხედულებისამებრ, მედიაციის წარმოების პრინციპების დაცვით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №42 - ვებგვერდი, 12.08.2013წ.
საქართველოს იუსტიციის მინიტრის 2016 წლის 30 ივლისის ბრძანება №146 - ვებგვერდი, 31.07.2016წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/104.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/106.md
