---
title: "მუხლი 106. წარმომადგენლობა მედიაციის პროცესში — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/106"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "106"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 106. წარმომადგენლობა მედიაციის პროცესში — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 106 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/106

1. დასაშვებია მედიაციის პროცესში მხარის მონაწილეობა როგორც უშუალოდ, ისე შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მედიატორი ნოტარიუსი უფლებამოსილია, მოითხოვოს მედიაციის პროცესში მხარის უშუალოდ მონაწილეობა.

2. მედიატორ ნოტარიუსს უფლება აქვს, მხარისათვის იურიდიული დახმარების მიზნით, მოითხოვოს მედიაციის პროცესში ადვოკატის ან სხვა წარმომადგენლის ჩართვა. მხარის უარი ადვოკატის ჩართვაზე შესაძლოა, გახდეს მედიაციის პროცესის შეწყვეტის საფუძველი.

3. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ნოტარიუსი მედიატორის მიერ მედიაციის პროცესის წარმართვისას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება არ შეიძლება გახდეს მედიაციის პროცესის შეწყვეტის საფუძველი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №42 - ვებგვერდი, 12.08.2013წ.
საქართველოს იუსტიციის მინიტრის 2016 წლის 30 ივლისის ბრძანება №146 - ვებგვერდი, 31.07.2016წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №488 - ვებგვერდი, 31.12.2019 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/105.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/107.md
