---
title: "მუხლი 108. მედიაციის პროცესის შეწყვეტა — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/108"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "108"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 108. მედიაციის პროცესის შეწყვეტა — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 108 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/108

1. მედიაციის პროცესი შეწყდება, თუ:
ა) მედიატორი ნოტარიუსი მიიჩნევს, რომ მედიაციის პროცესის გაგრძელება უპერსპექტივოა და დავა ვერ მოგვარდება შეთანხმების მიღწევის გზით;
ბ) მედიატორმა ნოტარიუსმა განაცხადა თვითაცილება;
გ) რომელიმე მხარე უარს აცხადებს მოლაპარაკების გაგრძელებაზე, რომლის შესახებაც მას შეუძლია, განაცხადოს მედიაციის ნებისმიერ ეტაპზე, მოტივის მითითების გარეშე.

2. თუ მედიატორ ნოტარიუსს შეუჩერდა ან შეუწყდა ნოტარიუსის უფლებამოსილება, მედიატორი ნოტარიუსი ან ნოტარიუსთა პალატა უფლებამოსილია, ყველა დაინტერესებული პირის თანხმობით, საქმე მედიაციისათვის გადასცეს სხვა ნოტარიუსს. თუ აღნიშნულის განხორციელება შეუძლებელია, მედიაციის პროცესი წყდება.

3. თუ ნოტარიუსი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ახორციელებს მედიაციას და მას შეუჩერდა ან შეუწყდა ნოტარიუსის უფლებამოსილება, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ მიაწვდის ინფორმაციას სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №42 - ვებგვერდი, 12.08.2013წ.
საქართველოს იუსტიციის მინიტრის 2016 წლის 30 ივლისის ბრძანება №146 - ვებგვერდი, 31.07.2016წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №488 - ვებგვერდი, 31.12.2019 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/107.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/109.md
