---
title: "მუხლი 109. მორიგების აქტი — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/109"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "109"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 109. მორიგების აქტი — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 109 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/109

1. მედიაციის შედეგად მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე დგება მორიგების აქტი, რომელიც დასტურდება სანოტარო წესით.

2. მორიგების აქტი უნდა დადასტურდეს საჯარო აქტის ფორმით.

3. მედიატორმა ნოტარიუსმა მხარეებს უნდა განუმარტოს მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების სამართლებრივი შედეგები.

4. მედიატორი ნოტარიუსი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს მორიგების აქტის დადასტურებაზე, თუ მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმების შინაარსი აშკარად ეწინააღმდეგება კანონის იმპერატიულ ნორმებს, ზნეობას ან საჯარო წესრიგს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №42 - ვებგვერდი, 12.08.2013წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/108.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/110.md
