---
title: "მუხლი 12¹. სანოტარო საქმიანობის ორგანიზება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/12-1"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "12^1"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12¹. სანოტარო საქმიანობის ორგანიზება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 12¹ (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/12-1

1. ,
,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და 19
1
მუხლების
საფუძველზე ორგანიზებული საერთო ბიუროს ან
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული სამეწარმეო იურიდიული პირის მიერ, წარმოდგენილი სერვისების გაუმჯობესების გეგმა უნდა ასახავდეს მომსახურების სახეებს, რომელთა შეთავაზებაც შეუძლია საერთო ბიუროს ან სამეწარმეო იურიდიულ პირს მოქალაქეებისათვის, ასევე, სიახლეებს მომსახურების განხორციელების (მიწოდების) სფეროში, რომლის დანერგვაც სურს დასახელებულ საერთო ბიუროს ან სამეწარმეო იურიდიულ პირს.

2. ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და 19
1
მუხლების
საფუძველზე ორგანიზებული
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული სამეწარმეო იურიდიული პირის პარტნიორთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება მათ შორის დადებული ხელშეკრულებით (პარტნიორთა შეთანხმებით/წესდებით). ხელშეკრულება (პარტნიორთა შეთანხმება/წესდება) უნდა ითვალისწინებდეს ნოტარიუსის გადამწყვეტ ხმის უფლებას პარტნიორთა კრებაზე ან საზოგადოების სხვა ხელმძღვანელ ორგანოში სანოტარო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას. ხელშეკრულებით (პარტნიორთა შეთანხმებით/წესდებით) განსაზღვრული უნდა იყოს სამეწარმეო იურიდიული პირის პასუხისმგებლობა – სანოტარო მოქმედების შედეგად დამდგარი ზიანისათვის სოლიდარულად აგოს პასუხი ნოტარიუსთან ერთად. ხელშეკრულებით (პარტნიორთა შეთანხმებით/წესდებით) უნდა განისაზღვროს შემოსავლებისა და ხარჯების განაწილების წესი.

3. საერთო ბიუროს ან სამეწარმეო იურიდიული პირის შექმნის შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროში ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს ფართის მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი. საერთო ბიუროს ან ასეთი სამეწარმეო იურიდიული პირის სამუშაო ადგილი არ უნდა იყოს 50 მ
2
-ზე ნაკლები.

4. იუსტიციის სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იქნეს საერთო ბიუროს მონაწილეების ან სამეწარმეო იურიდიული პირის შექმნის შემთხვევაში ამ იურიდიული პირის პარტნიორების პროფესიული დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი და/ან საერთო ბიუროს ან სამეწარმეო იურიდიული პირის პროფესიული დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი.

5. ,,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 და 19
1
მუხლების
საფუძველზე ორგანიზებულ საერთო ბიუროს ან
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულ სამეწარმეო იურიდიულ პირს უფლება აქვს განახორციელოს საკუთარი სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მათ შორის ინტერნეტის მეშვეობით. დაუშვებელია არასათანადო რეკლამის განთავსება ან გავრცელება ან საერთო ბიუროს მონაწილეებისა ან სამეწარმეო იურიდიული პირის პარტნიორთა პროფესიული თვისებების რეკლამირება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის
ბრძანება №40 - ვებგვერდი, 28.03.2012 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/12.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/13.md
