---
title: "მუხლი 13¹. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/13-1"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "13^1"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 13¹. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 13¹ (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/13-1

1. ნოტარიუსმა შეიძლება გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება მეორე ნოტარიუსთან, რომელიც უნდა წარედგინოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას. შრომითი ხელშეკრულებით შესაძლებელია დამქირავებელმა აიღოს ვალდებულება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსისთვის პროფესიული დაზღვევის თანხის და ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი გადასახადების გადახდის. შრომითი ხელშეკრულებით შესაძლებელია შეიზღუდოს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის მიერ ყველა სანოტარო მოქმედების განხორციელების უფლებამოსილება. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ,
,ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 24
1
მუხლის
საფუძველზე.
1
​1
. დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების დადება იმ ნოტარიუსთან, რომლის სანოტარო ბიურო მოცემულ დასახლებაში ერთადერთია (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ სანოტარო ბიუროში სხვა ნოტარიუსიც მუშაობს), ან როდესაც შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შედეგად მოცემული დასახლება მოქმედი სანოტარო ბიუროს გარეშე დარჩება.
1
​2
. ნოტარიუსთან შრომითი ხელშეკრულების დასადებად საჭიროა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წინასწარი თანხმობა. ნოტარიუსთა პალატის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ასეთ თანხმობას გასცემს იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ნოტარიუსთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოცემული დასახლება მოქმედი სანოტარო ბიუროს გარეშე არ დარჩება.

2. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი სანოტარო საქმიანობას ახორციელებს იმ ნოტარიუსის სახელით, რომელთანაც მას დადებული აქვს შრომითი ხელშეკრულება მუშაობს და არ აქვს საკუთარი სახელით სანოტარო საქმიანობის განხორციელების უფლება.

3. ნოტარიუსთა პალატის თანხმობით შესაძლებელია შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსის სანოტარო ბიუროს მისამართად განისაზღვროს განსხვავებული მისამართი.

4. არ შეიძლება ერთ ნოტარიუსთან მუშაობდეს 3-ზე მეტი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსი.

5. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მომუშავე ნოტარიუსების რეესტრს აწარმოებს ნოტარიუსთა პალატა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის
ბრძანება №40 - ვებგვერდი, 28.03.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 11 სეტემბრის ბრძანება №325 - ვებგვერდი, 11.09.2018 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/13.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/14.md
