---
title: "მუხლი 2¹. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/2-1"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "2^1"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2¹. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 2¹ (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/2-1

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია ნოტარიუსთა
სავალდებულო წევრობაზე და თავის საქმიანობას ახორციელებს თვითმმართველობის პრინციპით.

2. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეს და გამგეობის წევრებს 3 წლის ვადით ირჩევს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით.

2¹. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა შედგება 11 წევრისაგან, მათ შორის, გამგეობის თავმჯდომარისა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილისაგან. გამგეობის წევრებისგან, თითო წევრი წარმოდგენილი უნდა იყოს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში მოქმედი ნოტარიუსებისგან, 3 წევრი – სხვა ტერიტორიულ ერთეულებში (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) და 6 წევრი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედი ნოტარიუსებისგან.

2². თუ ამ მუხლის 2
1
პუნქტში მითითებული მუნიციპალიტეტიდან/მუნიციპალიტეტებიდან არ დასახელდება ან არ აირჩევა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრობის კანდიდატი/კანდიდატები, გამგეობის შესაბამისი წევრის/წევრების არჩევა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა მომდევნო საერთო კრებისთვის გადაიდება.

2³. ამ მუხლის 2
​
1
პუნქტში მითითებულ მუნიციპალიტეტებში მოქმედი ნოტარიუსის მიერ სამუშაო ადგილის შეცვლის შემთხვევაში მას შეუწყდება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრობა, თუ ამით ირღვევა ამ მუხლის 2​
1
პუნქტით გათვალისწინებული რეგიონული წარმომადგენლობის პრინციპი. პირს ასევე შეუწყდება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის წევრობა ნოტარიუსის თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის შემთხვევაში, აგრეთვე ნოტარიუსის უფლებამოსილების „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა საფუძვლით შეწყვეტის შემთხვევაში. გამგეობის ახალი წევრი აირჩევა კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ მუხლის 2​
1
პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა უზრუნველყოფს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდების და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებების შესრულებას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 27 მარტის
ბრძანება №40 - ვებგვერდი, 28.03.2012 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 10 აგვისტოს ბრძანება № 595 - ვებგვერდი, 10.08.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 15 მაისის ბრძანება №828 - ვებგვერდი, 16.05.2022 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №932 - ვებგვერდი, 13.09.2023 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/3.md
