---
title: "მუხლი 35. სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია სანოტარო რეესტრში — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/35"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "35"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია სანოტარო რეესტრში — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 35 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/35

1. სანოტარო რეესტრში რეგისტრირებულ თითოეულ სანოტარო მოქმედებას ენიჭება უნიკალური სარეგისტრაციო ნომერი.

2. სანოტარო რეესტრში რეგისტრირებული სანოტარო მოქმედების სარეგისტრაციო ნომერი შედგება შესაბამისი (მიმდინარე) კალენდარული წლის აღმნიშვნელი ნაწილისა (მაგ., „10“) და რეესტრში ჩანაწერის რიგითი ნომრისაგან. მიმდინარე კალენდარული წლის აღმნიშვნელი ციფრები და რეესტრში ჩანაწერის რიგითი ნომერი ერთობლივად ქმნის სანოტარო მოქმედების სარეგისტრაციო ნომერს. ყოველი კალენდარული წლის დასაწყისში სანოტარო მოქმედებათა ნუმერაცია იწყება ერთიდან.

3. ბათილია სანოტარო მოქმედება, რომელიც არ არის რეგისტრირებული რეესტრში, გარდა ამ ინსტრუქციით დადგენილი შემთხვევებისა.

4. ყოველ სანოტარო მოქმედებას ეძლევა ცალკე რიგითი ნომერი. ამასთანავე, კერძო აქტების (გარიგებები, განცხადებები და სხვა) იდენტური ეგზემპლარები შეიძლება დაინომროს ერთი და იგივე ნომრით იმ პირობით, რომ ნოტარიუსის ფორმულიარსა და რეესტრში მიეთითება ეგზემპლარების ოდენობა და სანოტარო მომსახურებისათვის საზღაური გამოიანგარიშება ეგზემპლართა რაოდენობის შესაბამისად. ნოტარიუსი უფლებამოსილია, კერძო აქტების (გარიგებები, განცხადებები და სხვა) იდენტური ეგზემპლარები დანომროს სხვადასახვა ნუმერაციით და ასევე ჩაწეროს რეესტრში. თუ საჯარო აქტი დამოწმდა რამდენიმე ეგზემპლარად, თითოეულ დედანს (მიუხედავად ეგზემპლართა რაოდენობისა) ენიჭება ერთი სარეგისტრაციო ნომერი და სანოტარო მომსახურებისათვის საზღაური იანგარიშება ერთი აქტის შესაბამისად.

5. სანოტარო რეესტრში სანოტარო მოქმედება რეგისტრაციაში ტარდება დოკუმენტზე ნოტარიუსის ხელმოწერისა და ბეჭდის დასმისთანავე, თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის დადგენილი.

6. სანოტარო რეესტრში ჩანაწერს ასრულებს ნოტარიუსი ან მისი დავალებით სანოტარო ბიუროს თანამშრომელი, რომელსაც ნოტარიუსთან წერილობითი ხელშეკრულებით ნაკისრი აქვს სანოტარო მოქმედების საიდუმლოების დაცვის ვალდებულება.

7. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონითა
და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ იმ დოკუმენტს, რომლის სანოტარო წესით დადასტურება სავალდებულოა, ან იმ დოკუმენტს, რომლის სანოტარო წესით დადასტურება არ არის სავალდებულო, მაგრამ დაინტერესებული პირი (გარიგების მონაწილე მხარე) ითხოვს მის დადასტურებას (საჯარო აქტს), უნდა დაერთოს თავფურცელი, ხოლო დოკუმენტს, რომელზეც ნოტარიუსი
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონისა
და ამ ინსტრუქციის შესაბამისად, ამოწმებს მხოლოდ მხარეთა ხელმოწერებს (კერძო აქტს), უნდა დაერთოს ფორმულარი.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული თავფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულება, წარწერა “საქართველო“, სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი, სანოტარო მოქმედების დასახელება, რეგისტრაციის თარიღი, სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ნოტარიუსის ვინაობა, მისამართი და ტელეფონის ნომერი. დაინტერესებული პირის მიერ სანოტარო მოქმედებისა და სანოტარო აქტის შესახებ ინფორმაციის მიღება-გადამოწმების მიზნით, თავფურცელი აგრეთვე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ოფიციალური ვებგვერდისა და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის თაობაზე.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფორმულარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს: სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი, სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი, სანოტარო მოქმედების დასახელება, სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის თარიღი, სანოტარო მოქმედების შემსრულებელი ნოტარიუსის ვინაობა, სანოტარო ბიუროს მისამართი და ტელეფონის ნომერი. დაინტერესებული პირის მიერ სანოტარო მოქმედებისა და სანოტარო აქტის შესახებ ინფორმაციის მიღება-გადამოწმების მიზნით, ფორმულარი აგრეთვე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ოფიციალური ვებგვერდისა და საკონტაქტო ტელეფონის ნომრის თაობაზე.

10. სანოტარო
რეესტრში
რეგისტრაციისას
ნოტარიუსის
მიერ
შესრულებულ
სანოტარო
მოქმედებას
იმავე
სამუშაო
დღეს
უნდა
დაერთოს
დოკუმენტის
(
სანოტარო
აქტის
)
დედნის
ელექტრონული
ასლი
(
დასკანერებული
რედაქცია
).
ამ
წესით
უნდა
შესრულდეს
შემდეგი
სანოტარო
მოქმედებები
:
ა) დოკუმენტის შენახვა (ცვლილება/გაუქმება);
ბ) საქორწინო ხელშეკრულების დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);
გ) რწმუნებულების/მინდობილობის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);
დ) საზღვაო პროტესტის შესრულება (ცვლილება/გაუქმება);
ე) მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);
ვ) მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტის დადასტურება (ცვლილება/გაუქმება);
ზ) მოქალაქის იგივეობის დადასტურება ფოტოსურათზე
გამოსახულ
პირთან
(ცვლილება/გაუქმება);
თ) დოკუმენტის წარდგენის დროის
დადასტურება
(ცვლილება/გაუქმება);
ი) იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის
დადასტურება
(ცვლილება/გაუქმება);
კ) განცხადების ან უწყების ფიზიკური
ან
იურიდიული
პირისათვის
გადაცემის
ან
გადაცემის
შეუძლებლობის
შესახებ
მოწმობის
გაცემა
(ცვლილება/გაუქმება);
ლ) სააღსრულებო ფურცლის გაცემა
(ცვლილება/გაუქმება);
მ) სამკვიდროს მიღების
/
სამკვიდრო
მოწმობის
გაცემის
შესახებ
განცხადების
დამოწმება
(ცვლილება/გაუქმება);
ნ) სამკვიდროს მიღებაზე
უარის
თქმის
შესახებ
განცხადების
დამოწმება
(ცვლილება/გაუქმება);
ო) სამკვიდრო მოწმობის
გაცემა
(ცვლილება/გაუქმება);
პ) სამკვიდროს მიუღებლობის
ფაქტის
დადასტურება
(ცვლილება/გაუქმება);
ჟ) უმკვიდრო ქონების
სახელმწიფოს
ან
სხვა
უფლებამოსილი
სუბიექტისათვის
გადაცემის
შესახებ
მოწმობის
გაცემა
(ცვლილება/გაუქმება);
რ) სამკვიდროს მიღების
შესახებ
განცხადების
წარდგენის
თაობაზე
მოწმობის
გაცემა
(ცვლილება/გაუქმება);
ს) გასანაღდებლად ჩეკის
წარდგენა
და
ჩეკის
გაუნაღდებლობის
დადასტურება
(ცვლილება/გაუქმება);
ტ) თამასუქის პროტესტის
შესრულება
(ცვლილება/გაუქმება);
უ) სამკვიდროს მმართველის დანიშვნა
(ცვლილება/გაუქმება);
ფ) დავალების ხელშეკრულების დადასტურება
(ცვლილება/გაუქმება).
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №125 - სსმ III, №77 01.07.2010, მუხ.1128
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №212 - სსმ III, №144, 08.11.2010, მუხ.2059

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/36.md
