---
title: "მუხლი 36. ელექტრონული სანოტარო რეესტრის ადმინისტრირება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/36"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "36"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 36. ელექტრონული სანოტარო რეესტრის ადმინისტრირება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 36 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/36

1. ელექტრონული სანოტარო რეესტრის ადმინისტრირებას და ტექნიკურ მეთვალყურეობას უზრუნველყოფს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.

2. სანოტარო რეესტრის ადმინისტრირებისა და ტექნიკური მეთვალყურეობის უშუალოდ განმახორციე-ლებელ პირებსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის ფორმდება ხელშეკრულება კონფიდენციალურობის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც განისაზღვრება აღნიშნულ პირთა პასუხისმგებლობა სანოტარო საიდუმლოების გახმაურებისათვის.

3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა:
ა) გასცემს ნოტარიუსზე (ნოტარიუსის შემცვლელ პირზე) სანოტარო რეესტრთან დაშვების ავტორიზაციას;
ბ) შეაჩერებს ან წყვეტს სანოტარო რეესტრთან დაშვების ავტორიზაციას ნოტარიუსის (შემცვლელი პირის) უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში;
გ) უზრუნველყოფს სანოტარო რეესტრის მონაცემების უსაფრთხოებას და დაცვას;
დ) უზრუნველყოფს ნოტარიუსების (შემცვლელი პირების) და მათი დაქირავებული თანამშრომლების სწავლებას სანოტარო რეესტრთან მუშაობის საკითხებზე;
ე) ამტკიცებს სანოტარო რეესტრის წარმოების ტექნიკურ ინსტრუქციას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/35.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/37.md
