---
title: "მუხლი 37. სანოტარო რეესტრთან დაშვების წესი — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/37"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "37"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. სანოტარო რეესტრთან დაშვების წესი — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 37 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/37

1. ნოტარიუსი (შემცვლელი პირი) სანოტარო რეესტრთან დაშვების ავტორიზაციის მოთხოვნით მიმართავს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, რომელიც ნოტარიუსს დაუყოვნებლივ ანიჭებს რეესტრთან დაშვების უფლებას. რეესტრთან დაშვების უფლების მინიჭება ხდება ნოტარიუსისათვის რეესტრთან წვდომის უნიკალური კოდის მინიჭების გზით.

2. ნოტარიუსი ვალდებულია უზრუნველყოს სანოტარო რეესტრთან დაშვების უნიკალური კოდის დაცვა არაუფლებამოსილი პირების წვდომისაგან, ხოლო აღნიშნული ინფორმაციის დაკარგვის ან გახმაურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.

3. ყველა, ვისაც სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლით მინიჭებული აქვს სანოტარო რეესტრთან დაშვების უფლება, ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს ინფორმაცია სანოტარო მოქმედებების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა რეესტრთან დაშვების შედეგად. ეს ვალდებულება ძალაში რჩება მას შემდეგაც, რაც ამ პირებს შეუწყდათ სანოტარო რეესტრთან დაშვების უფლება.“.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/38.md
