---
title: "მუხლი 38. რეესტრის ტიპები — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/38"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "38"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 38. რეესტრის ტიპები — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 38 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/38

1. სანოტარო რეესტრის თავისში აერთიანებს შემდეგ რეესტრებს:
ა) საერთო რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება ყველა სანოტარო მოქმედება, გარდა ამ პუნქტის შემდეგ ქვეპუნქტებში მითითებული მოქმედებებისა;
ბ) სამემკვიდრეო საქმეთა რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება სამემკვიდრეო საქმის წარმოებასთან დაკავშირებული სანოტარო მოქმედებები;
გ) ანდერძების რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება ანდერძი, ანდერძების გაუქმების აქტები და სხვა მოქმედებები, რომლებიც დაკავშირებულია ანდერძთან;
დ) თამასუქებისა და ჩეკების გაპროტესტების რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება თამასუქებისა და ჩეკების გაპროტესტების აქტები და მასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებები;
ე) ფულისა და ფასიანი ქაღალდების რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება ფულისა და სხვა ფასიანი ქაღალდების დეპოზიტში მიღებისა და გადაცემის აქტები, აგრეთვე, მასთან დაკავშირებული სხვა მოქმედებები;
ვ) დადგენილებათა რეესტრი, რომელშიც რეგისტრირდება ის დადგენილებები, რომელსაც მიიღებს ნოტარიუსი სანოტარო საქმიანობის პროცესში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რეესტრებში რეგისტრი-რებულ სანოტარო მოქმედებებთან წვდომა გააჩნია ყველა ნოტარიუსს, მიუხედავად იმისა, თუ ვის მიერ არის განხორციელებული ჩანაწერი სანოტარო რეესტრში (ერთიანი სამემკვიდრეო რეესტრი და ანდერძების ერთიანი რეესტრი).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ რეესტრებში რეგისტრირებულ სანოტარო მოქმედებებთან წვდომა გააჩნია მხოლოდ იმ ნოტარიუსს, რომლის მიერაც არის განხორციელებული ჩანაწერი სანოტარო რეესტრში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/37.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/39.md
