---
title: "მუხლი 41. იმ ნოტარიუსის სანოტარო აქტების, ფულის, სხვა ფასიანი ქაღალდებისა და ფასეულობების შენახვა, რომელსაც შეუჩერდა, ან შეუწყდა უფლებამოსილება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/41"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "41"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. იმ ნოტარიუსის სანოტარო აქტების, ფულის, სხვა ფასიანი ქაღალდებისა და ფასეულობების შენახვა, რომელსაც შეუჩერდა, ან შეუწყდა უფლებამოსილება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 41 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/41

1. ნოტარიუსი, რომელსაც შეუწყდა უფლებამოსილება, ვალდებულია რეესტრები, სანოტარო აქტები, ბეჭედი, მის მიერ მიღებული ფული და სხვა ფასიანი ქაღალდები გადასცეს საქართველოს ნოტარიუსთა პალატას.

2. (ამოღებულია - 23.01.12 №13).

3. ნოტარიუსთა პალატა ვალდებულია:
ა) აღწეროს დოკუმენტები, რეესტრები, ნოტარიუსის ბეჭდები, ფული, სხვა ფასიანი ქაღალდები, სხვა საგნები და უზრუნველყოს მათი დაცვა;
ბ) ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გაანადგუროს ნოტარიუსის ბეჭედი;

4. ნოტარიუსის უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში, სანოტარო არქივში დაცული დოკუმენტების ასლების, დუბლიკატებისა და დოკუმენტებიდან ამონაწერების გაცემას უზრუნველყოფს საქართველოს ნოტარიუსთა პალატა.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 23.01.2012 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/42.md
