---
title: "მუხლი 42. დაკარგული დოკუმენტების მოძიება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/42"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "42"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 42. დაკარგული დოკუმენტების მოძიება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 42 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/42

1. თუ ამ ინსტრუქციის 41-ე მუხლით დადგენილი პროცედურის შესრულებისას დადგინდება, რომ ადგილზე არ არის რომელიღაც დოკუმენტი, ან თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი დაკარგულია, პროცედურის შემსრულებელი ამის შესახებ წერილობით აცნობებს დაინტერესებულ პირს, რათა მას მიეცეს თავისი უფლებების დაცვის შესაძლებლობა.

2. თუ დაკარგული სანოტარო აქტის მონაწილე მხარეს, სხვა ნოტარიუსს, ან სხვა სახელმწიფოს ორგანოს აქვს დაკარგული დოკუმენტის ასლი ან ამონაწერი, ასლის ან ამონაწერის მფლობელი ვალდებულია ასლი ან ამონაწერი გადასცეს შესაბამის სანოტარო არქივს სანოტარო წესით დამოწმებული ასლის დასამზადებლად. დამოწმებული ასლი შენახულ უნდა იქნეს დაკარგული აქტის ნაცვლად, ხოლო ასლი ან ამონაწერი დაუყოვნებლივ უნდა დაუბრუნდეს მფლობელს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/41.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/43.md
