---
title: "მუხლი 43. სანოტარო არქივიდან დოკუმენტის გაცემა — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/43"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "43"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. სანოტარო არქივიდან დოკუმენტის გაცემა — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 43 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/43

1. ამ ინსტრუქციით დადგენილი გამონაკლისის გარდა (ანდერძი მოქალაქისა, რომელიც ცოცხალია), ნოტარიუსს (სანოტარო პალატას) უფლება აქვს სანოტარო აქტის ან სანოტარო ბიუროში დაცული სხვა დოკუმენტის დედანი, შესაბამისი აქტის საფუძველზე დროებით გადასცეს სასამართლოს ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სხვა პირს. სასამართლო ან სასამართლოს აქტის საფუძველზე განსაზღვრული სხვა პირი ვალდებულია ნოტარიუსს მისცეს ცნობა დოკუმენტის დედნის მიღების შესახებ. ნოტარიუსი (სანოტარო პალატა) ვალდებულია დედნის ადგილზე მოათავსოს დედნის დამოწმებული ფოტოასლი, რომელსაც უნდა დაერთოს სასამართლოს შესაბამისი აქტი (ბრძანება, განჩინება, დადგენილება, გადაწყვეტილება...). ამ შემთხვევაში დოკუმენტის ასლის დამოწმება არ საჭიროებს სანოტარო მოქმედებათა რეგისტრაციაში გატარებას.

2. საქმის წარმოების დასრულებისთანავე სასამართლო ან სხვა შესაბამისი პირი ვალდებულია დოკუმენტის დედანი დაუბრუნოს სანოტარო არქივს.

3. სანოტარო არქივში ან სხვა საჯარო არქივში დაცული სანოტარო აქტის დამოწმებულ ასლს აქვს დედნის იურიდიული ძალა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/44.md
