---
title: "მუხლი 44. დოკუმენტებისა და ცნობების გაცემა სანოტარო არქივიდან — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/44"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "44"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. დოკუმენტებისა და ცნობების გაცემა სანოტარო არქივიდან — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 44 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/44

1. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ვალდებულია
„ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის
, „სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №507 დადგენილებისა და ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გასცეს ცნობები, ნოტარიუსთა პალატის არქივში დაცული დოკუმენტების ასლები და ამონაწერები, დაამოწმოს მათი შესატყვისობა არქივში დაცულ დოკუმენტებთან და შეასრულოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა პროცედურები.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოქმედება შესრულებისათვის გადახდილ უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საზღაური.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 23.01.2012 წ.
კარი II
კერძო ნაწილი
თავი V
სანოტარო აქტის ფორმით გარიგებების დამოწმების საფუძვლები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/45.md
