---
title: "მუხლი 45. ზოგადი დებულებები გარიგებების დამოწმების შესახებ — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/45"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "45"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 45. ზოგადი დებულებები გარიგებების დამოწმების შესახებ — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 45 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/45

1. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არის დადგენილი, სანოტარო აქტის ფორმით გარიგების დამოწმებისას, ამ ინსტრუქციის ზოგადი ნაწილით დადგენილი სავალდებულო პროცედურების გარდა, ნოტარიუსი ვალდებულია გამოითხოვოს ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია, რაც აუცილებელია:
ა) გარიგების მხარეთა უფლებამოსილების დასადგენად;
ბ) გარიგების საგნის უფლებრივი მდგომარეობის (ყადაღა, დატვირთვა, შეზღუდვა, აკრძალვა და სხვა) შესამოწმებლად;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და მხარეთა შეთანხმებით გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილი ყველა პროცედურის დაცულობის შესამოწმებლად.

2. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ნოტარიუსი უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს სანოტარო მოქმედებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია გარიგების კანონიერების ან მხარის ინტერესების დაცვის უზრუნველ-საყოფად ან რაც გათვალისწინებულია საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მეთოდური რეკომენდაციებით.

3. ნოტარიუსი არ არის ვალდებული შეამოწმოს ამ მუხლში მითითებული უფლებრივი მდგომარეობა, თუ გარიგების მონაწილე ყველა მხარე ათავისუფლებს ნოტარიუსს ამ ვალდებულებისაგან იმ საფუძვლით, რომ მათთვის ცნობილია უფლების უნაკლობის შესახებ. ამასთანავე, ნოტარიუსი ვალდებულია მხარეები გააფრთხილოს ამ ვალდებულების არარსებობისა და მისი შესაძლო შედეგების შესახებ და ამ გაფრთხილების შესახებ აღნიშნოს სანოტარო აქტში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/44.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/46.md
