---
title: "მუხლი 51. საჯარო აქტის ფორმით წინარე გარიგების დამოწმების წესი — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/51"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "51"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. საჯარო აქტის ფორმით წინარე გარიგების დამოწმების წესი — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 51 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/51

1. სანოტარო აქტის ფორმით წინარე გარიგების დამოწმებისას არ არის სავალდებულო იმ ქონების შესახებ დოკუმენტების წარდგენა, რომელიც გარიგების საგანია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ნორმა გამოიყენება აგრეთვე სამომავლო ქონებასთან დაკავშირებული გარიგების სანოტარო აქტის ფორმით დამოწმებისას.

3. სანოტარო აქტის ფორმით წინარე გარიგების დამოწმებას არ აბრკოლებს იმ ქონებაზე/უფლებაზე ყადაღის ან სხვაგვარი შეზღუდვის არსებობა, რომელსაც შეეხება გარიგება, აგრეთვე ამ ქონების არარსებობა. შესაბამისად, სანოტარო აქტის ფორმით შეიძლება შედგეს წინარე გარიგება იმ ქონებასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა შეიქმნას მომავალში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/52.md
