---
title: "მუხლი 54¹. ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) შესახებ ხელშეკრულების დამოწმების წესი — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/54-1"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "54^1"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54¹. ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) შესახებ ხელშეკრულების დამოწმების წესი — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 54¹ (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/54-1

1. ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) შესახებ ხელშეკრულების დამოწმებისას არ გამოიყენება ამ ინსტრუქციის 54-ე მუხლი. მხარეები ვალდებული არიან, ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) შესახებ ხელშეკრულების დადების მოთხოვნით მიმართონ ერთ ნოტარიუსს და ხელი მოაწერონ სანოტარო აქტს.

2. ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) შესახებ ხელშეკრულების დადებისას ბავშვის გამჩენი ქალი (სუროგატი დედა) ვალდებულია პირადად გამოცხადდეს ნოტარიუსთან ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად. მას არ აქვს უფლება, ასეთი გარიგება დადოს წარმომადგენლის მეშვეობით.

3. ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) შესახებ ხელშეკრულების დამოწმებისას „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დონორი ვალდებულია ნოტარიუსს წარუდგინოს ცნობა  სამედიცინო დაწესებულებიდან, რომელიც ადასტურებს ფაქტს მისი დონორობის შესახებ.

4. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის 1
1
პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში წყვილის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით (საინფორმაციო-სამისამართო ბარათი, რომლითაც დასტურდება ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება საერთო სარგებლობისთვის გამიზნულ ქონებაზე თანამესაკუთრეობის ფაქტი, რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა ნებისმიერი საჯარო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება წყვილის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი).

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დამადასტურებელი ცნობების/დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან/და ასეთი დოკუმენტების არასარწმუნოდ მიჩნევის შემთხვევაში, ნოტარიუსი ვალდებულია უარი თქვას სანოტარო მოქმედების შესრულებაზე.

6. ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) შესახებ ხელშეკრულება მოწმდება საჯარო სანოტარო აქტით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 21 სექტემბრის ბრძანება №614 - ვებგვერდი, 22.09.2020 წ.
თავი VI
საკუთრების მოწმობა. საკუთრების უფლების აღიარება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/54.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/55.md
