---
title: "მუხლი 54. გარიგების დამოწმება რამდენიმე ნოტარიუსის მონაწილეობით — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/54"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "54"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 54. გარიგების დამოწმება რამდენიმე ნოტარიუსის მონაწილეობით — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 54 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/54

1. გარიგება, რომელშიც მონაწილეობს ორი ან მეტი მხარე, შეიძლება დამოწმდეს საჯარო აქტის ფორმით ორი ან მეტი ნოტარიუსის მონაწილებით, პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, იმგვარად, რომ გარიგების მონაწილე ერთი ან რამდენიმე მხარე წარდგეს ერთ ნოტარიუსთან, ხოლო სხვა მხარე წარსდგეს შესაბამისად სხვა ნოტარიუსთან, თუ პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა გარიგების ყველა მხარის და ნოტარიუსების ერთდროული პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას (ტელეკონფერენცია).

2. სანოტარო მოქმედების მონაწილე ყველა პირი ხელს აწერს გარიგების იდენტურ ტექსტს.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება ორი ან რამდენიმე სანოტარო აქტი (რამდენი ნოტარიუსიც მონაწილეობს), საიდანაც თითოეულზე ხელს აწერს ის პირი, რომელიც ნოტარიუსთან იმყოფებოდა.

4. საზღაური სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის თანაბრად გაიყოფა ნოტარიუსებს შორის.

5. სხვადასხვა ნოტარიუსების მიერ შესრულებულ თითოეულ სანოტარო აქტს ენიჭება დამოუკიდებელი სარეგისტრაციო ნომერი. ამ მუხლის შესაბამისად დამოწმებული გარიგება მესამე პირისათვის ნამდვილია მხოლოდ ყველა სანოტარო აქტის წარდგენის შემთხვევაში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/54-1.md
