---
title: "მუხლი 55. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების (საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების) სახლებში არსებულ ბინებზე საკუთრების უფლების დადასტურება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/55"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "55"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 55. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების (საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების) სახლებში არსებულ ბინებზე საკუთრების უფლების დადასტურება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 55 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/55

1. ნოტარიუსი გასცემს საკუთრების მოწმობას ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების (ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების) სახლებში არსებულ იმ ბინებზე, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 ივლისის
№
519 დადგენილების შესაბამისად საკუთრებაში გადაეცათ ამ ბინების მფლობელებს და რომლებიც ამ ინსტრუქციის ძალაში შესვლამდე არ არის აღრიცხული ამ ბინების მფლობელთა საკუთრებაში.

2. საკუთრების მოწმობა გაიცემა ბინის მფლობელთა განცხადების საფუძველზე. განცხადებაზე ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

3. საკუთრების მოწმობის მიღების უფლება აქვს ორდერში შეტანილ ყველა პირს, ან იმ პირებს, რომლებიც ცნობილნი არიან ორდერში შეტანილი პირების მემკვიდრეებად. უფლებაზე უარის თქმა დაიშვება ამ უფლების დათმობით (ორმხრივი შეთანხმებით ან ცალმხრივი აქტით).

4. განმცხადებელი ვალდებულია ნოტარიუსს წარუდგინოს:
ა) ბინაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ბინის ორდერი ან ადამინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მეპაიე-წევრად ცნობის შესახებ, ან სამკვიდრო მოწმობა, ან სასამართლოს გადაწყვეტილება, ან სხვა აქტი, რომელიც გაცემულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და რომელიც ადასტურებს უფლებას ბინაზე);
ბ)
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხოლო თუ ბინა აღრიცხული არ არის საჯარო რეესტრში – საჯარო რეესტრის ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ოქმი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის უფლებამონაცვლეობის შესახებ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივნისის ბრძანება №125 - სსმ III, №77 01.07.2010, მუხ.1128

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/54-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/56.md
