---
title: "მუხლი 6. ნოტარიუსის შენაცვლება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/6"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "6"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ნოტარიუსის შენაცვლება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 6 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/6

1. ნოტარიუსი უფლებამოსილია სამუშაოზე არყოფნის დროისათვის, საქართველოს ნოტარიუსთა პალატასთან შეთანხმებით, დანიშნოს მისი შემცვლელი პირი. ნოტარიუსის შენაცვლების საერთო ვადა კალენდარული წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 30 სამუშაო დღეს, გარდა
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ან ნოტარიატის საერთაშორისო გაერთიანებების მმართველობის ორგანოებში არჩეულმა/მივლინებულმა ნოტარიუსმა სამსახურებრივი მივლინების დროს შეიძლება დანიშნოს მისი შემცვლელი პირი კალენდარული წლის განმავლობაში დამატებით არა უმეტეს 30 სამუშაო დღის ვადით.

2. ნოტარიუსის შემცვლელ პირად (შემდგომში – ,‚ნოტარიუსის შემცვლელი“) შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს ნოტარიუსთა საკავალიფიკაციო გამოცდა.

3. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აწარმოებს ნოტარიუსის შემცვლელი პირების რეესტრს, სადაც ნოტარიუსის ან ნოტარიუსის შემცვლელის კანდიდატის წერილობითი განცხადების საფუძველზე შეიყვანება ყველა ის პირი, რომლებიც შეიძლება დაინიშნონ ნოტარიუსის შემცვლელად. ნოტარიუსის შემცვლელი ვალდებულია თავისი ხელმოწერის ნიმუში წარუდგინოს ნოტარიუსთა პალატას. რეესტრის წარმოების წესს ადგენს ნოტარიუსთა პალატის გამგეობა.

4. ნოტარიუსი უფლებამოსილია ნოტარიუსთა პალატის თანხმობის გარეშე დადგენილებით თავის შემცვლელად დანიშნოს პირი, რომელიც შეყვანილია ნოტარიუსის შემცვლელი პირების რეესტრში.

5. ნოტარიუსის შემცველის უფლებამოსილების ვადა იწყება დადგენილებაში მითითებული მომენტიდან და წყდება უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე, ან ვადაზე ადრე დადგენილების გაუქმებამდე.

6. ნოტარიუსის შემცვლელის უფლებამოსილების დაწყების მომენტიდან ნოტარიუსს, რომელიც შეცვალა ნოტარიუსის შემცვლელმა, ეკრძალება სანოტარო საქმიანობა.

7. ნოტარიუსის შემცვლელი იყენებს იმ ნოტარიუსის ბეჭედს, რომელსაც იგი ცვლის. ნოტარიუსის შემცვლელი ვალდებულია სანოტარო დოკუმენტებში მიუთითოს, რომ იგი სანოტარო მოქმედებას ასრულებს როგორც კონკრეტული ნოტარიუსის (სახელისა და გვარის მითითებით) შემცვლელი პირი.

8. ნოტარიუსის შემცვლელი შესრულებულ სანოტარო მოქმედებას არეგისტრირებს იმ ნოტარიუსის ელექტრონულ სანოტარო რეესტრში, რომელსაც იგი ცვლის.

9. ნოტარიუსსა და მის შემცვლელს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის ერთი ასლიც წარედგინება ნოტარიუსთა პალატას.

10. სანოტარო
რეესტრში
რეგისტრაციისას
ნოტარიუსის
შემცვლელი
პირის
დანიშვნის
შესახებ
დადგენილებას
იმავე
სამუშაო
დღეს
უნდა
დაერთოს
ამ
დადგენილების
დედნის
ელექტრონული
ასლი
(
დასკანერებული
რედაქცია
).

11. ნოტარიუსის შემცვლელი
პირის
მიმართ
ვრცელდება
„
ნოტარიატის
შესახებ
“
საქართველოს
კანონის
მე
-14
მუხლის
„
ბ
“
–„ე
“
და
„
ზ
“
ქვეპუნქტების
,
მე
-17
მუხლის
პირველი
პუნქტის
„
გ
“
ქვეპუნქტისა
და
მე
-18
მუხლის
მე
-2
პუნქტის
„
გ
“, „
ვ
“
და
„
თ
“
ქვეპუნქტების
მოთხოვნები
. „
ნოტარიატის
შესახებ
“
საქართველოს
კანონის
მე
-17
მუხლის
პირველი
პუნქტის
„
გ
“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში
ნოტარიუსის
შემცვლელი
პირისათვის
საქმიანობის
უფლების
შეჩერების შესახებ
გადაწყვეტილებას
იღებს
მისი
ნოტარიუსის
შემცვლელ
პირად
დამნიშვნელი
ნოტარიუსი
,
რის
შესახებაც
დაუყოვნებლივ
აცნობებს
ნოტარიუსთა
პალატის
გამგეობას
.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 5 ნოემბრის ბრძანება №212 - სსმ III, №144, 08.11.2010, მუხ.2059
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 1 მარტის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 01.03.2011 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 იანვრის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 23.01.2012 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/7.md
