---
title: "მუხლი 61. ფაქტების დამოწმება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/61"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "61"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 61. ფაქტების დამოწმება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 61 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/61

1. ნოტარიუსი უფლებამოსილია კანონმდებლობის შესაბამისად დაამოწმოს ფაქტები.

2. ნოტარიუსი ფაქტის ნამდვილობას ამოწმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსი უშუალოდ ესწრებოდა ამ ფაქტის დადგომას, ან უშუალოდ აღიქვამს უკვე დამდგარ ფაქტს. ნოტარიუსი ვალდებულია ზუსტად აღწეროს ის ფაქტი, რომლის დადგომის ან არსებობის ნამდვილობასაც ამოწმებს.

3. ნოტარიუსი ვალდებულია უარი თქვას ფაქტის დამოწმებაზე, თუ სანოტარო მოქმედების შესრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობის ნორმებს, გარდა ამ ინსტრუქციით დადგენილი გამონაკლისებისა (იურიდიული პირების ორგანოების სხდომებისა და/ან კრების ოქმების შედგენა და დამოწმება ნოტარიუსის მიერ) და იმ შემთხვევისა, როდესაც ფაქტი უკვე დამდგარია (მაგალითად, ვებგვერდზე განთავსებული ამა თუ იმ ინფორმაციის/სტატიის, ფოტოს, ან სხვა მსგავსი მასალის არსებობის ფაქტი).

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/60.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/62.md
