---
title: "მუხლი 64. დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/64"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "64"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 64. დოკუმენტის წარდგენის დროის დადასტურება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 64 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/64

1. ნოტარიუსი უფლებამოსილია დაადასტუროს ნოტარიუსისათვის, ან ნოტარიუსის თანდასწრებით სხვა პირისათვის დოკუმენტის გადაცემის დრო.

2. ნოტარიუსი ვალდებულია დაადგინოს დოკუმენტის გადაცემისა და დოკუმენტის მიმღების პირადობა და მიუთითოს, რა წესით მოხდა დოკუმენტის გადაცემა.

3. დოკუმენტის გადაცემის დროის შესახებ ნოტარიუსი გასცემს მოწმობას, რომელშიც უნდა მიუთითოს დოკუმენტის გამცემ და მიმღებ პირთა სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი, პირადი ნომერი, იმ დოკუმენტის რეკვიზიტები, რომლის საფუძველზეც დადგინდა ამ პირთა ვინაობა, გადაცემული დოკუმენტების დასახელება და მათი რეკვიზიტები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/63.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/65.md
