---
title: "მუხლი 65. ფიზიკური პირის ცოცხლად ყოფნის დადასტურება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/65"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "65"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 65. ფიზიკური პირის ცოცხლად ყოფნის დადასტურება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 65 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/65

1. ნოტარიუსი უფლებამოსილია დაადასტუროს, რომ პირი ცოცხალია, თუ ეს პირი პირადად წარსდგა ნოტარიუსთან. ნოტარიუსი ვალდებულია გასცეს მოწმობა, რომელშიც უნდა მიუთითოს: ცოცხლად მყოფი პირის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, საცხოვრებელი ადგილი, პირადი ნომერი, იმ დოკუმენტის რეკვიზიტები, რომლის საფუძველზეც დადგინდა პირის პირადობა.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირი არ არის სრულწლოვანი, მაგრამ მას აქვს პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ნოტარიუსი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სანოტარო მოქმედება შეასრულოს არასრულწლოვანი პირის მშობლების (სხვა კანონისმიერი წარმომადგენლის) მონაწილეობის გარეშე.

3. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ არის სრულწლოვანი და მას არ აქვს პირადობის მოწმობა, ან პასპორტი, ნოტარიუსი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მოქმედებას ასრულებს მხოლოდ არასრულწლოვანი პირის ერთ-ერთი მშობლის (სხვა კანონისმიერი წარმომადგენლის) მონაწილეობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/64.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/66.md
