---
title: "მუხლი 68. სხვა ფაქტების დადასტურება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/68"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "68"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 68. სხვა ფაქტების დადასტურება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 68 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/68

1. ნოტარიუსი უფლებამოსილია გასცეს მოწმობები იურიდიული პირების არსებობის, ადგილსამყოფლის, წარმომადგენლის, იურიდიული სტატუსისა და სხვა გარემოებების შესახებ საჯარო რეესტრის (სამეწარმეო რეესტრის) მონაცემების საფუძველზე, აგრეთვე საჯარო რეესტრში (სამეწარმეო რეესტრის) არსებული სხვა მონაცემების შესახებ.

2. მოწმობაში უნდა მიეთითოს, რა დოკუმენტის საფუძველზე გაიცა მოწმობა და უნდა აღინიშნოს ამ დოკუმენტის სრული რეკვიზიტები.

3. ნოტარიუსი უფლებამოსილია დაამოწმოს ელექტრონული საჯარო მონაცემთა ბაზებიდან ამონაბეჭდების შესაბამისობა ამ ელექტრონულ ბაზებში დაცულ მონაცემებთან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/67-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/69.md
