---
title: "მუხლი 7. ნოტარიუსის უფლებები — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/7"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "7"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 7. ნოტარიუსის უფლებები — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 7 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/7

1. ნოტარიუსს უფლება აქვს:
ა) შეასრულოს თავისი ფუნქციები ყოველგვარი ჩარევისა და დაბრკოლების გარეშე;
ბ) გამოითხოვოს და მიიღოს სანოტარო მოქმედების შესასრულებლად აუცილებელი ცნობები და დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან;
გ) მიიღოს საზღაური სანოტარო მომსახურებისათვის, მათ შორის, აინაზღაუროს სანოტარო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯი, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებით, რაც აუცილებელია თავისი ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის, ნოტარიუსის ღირსებისა და სანოტარო ბიუროს ხელშეუვალობის დასაცავად.

2. ნოტარიუსს უფლება აქვს, მონაცემთა ელექტრონულ ბაზასთან ხელმისწავდომობის უზრუნველსაყოფად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადოს ხელშეკრულება, რის საფუძველზეც მიიღებს ამ დაწესებულების მიერ წარმოებულ ელექტრონული წიგნის, ელექტრონული არქივისა და ელექტრონულ მონაცემთა სხვა სახის ბაზაში შესვლის ინდივიდუალურ ნებართვას.

3. ნოტარიუსი უფლებამოსილია კლიენტის თხოვნით უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განაცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტების ელექტრონული და/ან ქაღალდის ვერსიის სახით წარდგენა შესაბამისი სამსახურისათვის, აგრეთვე სარეგისტრაციო მომსახურება. ეს მომსახურება შედის სანოტარო მომსახურებაში. ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო მომსახურების გაწევისათვის ცალკე საზღაური არ გადაიხდევინება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/6.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/8.md
