---
title: "მუხლი 73. ნოტარიუსის კონსულტაცია — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/73"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "73"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 73. ნოტარიუსის კონსულტაცია — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 73 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/73

1. დაინტერესებული პირის თხოვნით ნოტარიუსი გასცემს სამართლებრივ კონსულტაციას ზეპირი ან წერილობითი ფორმით.

2. სამართლებრივი კონსულტაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული სანოტარო მოქმედების შესრულებასთან და რომლისთვისაც დაინტერესებულ მხარესთან შეთანხმებით ნოტარიუსი იღებს საზღაურს, რეგისტრაციაში ტარდება სანოტარო რეესტრში.

3. საზღაური სამართლებრივი კონსულტაციისათვის, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული საზღაურის ოდენობა, განისაზღვრება ნოტარიუსისა და დაინტერესებული პირის შეთანხმებით. შეთანხმება შეიძლება შედგეს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით. შეთანხმებული საზღაურის ოდენობა აისახება სანოტარო რეესტრში.
თავი VIII
ანდერძის შედგენის, შენახვისა და გამოქვეყნების წესები

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/72.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/74.md
