---
title: "მუხლი 74. ანდერძის შედგენის წესები — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/74"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "74"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 74. ანდერძის შედგენის წესები — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 74 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/74

1. ანდერძი შეიძლება შედგეს საჯარო ან კერძო აქტის ფორმით.

2. იმ შემთხვევაში, თუ საჯარო აქტის ფორმით შედგენილი ანდერძი დაწერილია მოანდერძის ხელით, ხელით დაწერილ ტექსტს უნდა დაერთოს საჯარო აქტის ფორმისათვის სავალდებულო რეკვიზიტები.

3. ტექნიკური საშუალების გამოყენებით შედგენილი ანდერძი შეიძლება შედგეს ერთ ან რამდენიმე ეგზემპლარად.

4. იმ შემთხვევაში, თუ ანდერძი დაწერილია მოანდერძის ხელით, ანდერძი შეიძლება შედგეს ერთ ეგზემპლარად.

5. ანდერძის დადასტურებისას მოანდერძეს არ მოეთხოვება იმ მტკიცებულებათა წარდგენა, რომლებიც ადასტურებენ მის უფლებამოსილებას საანდერძო ქონებაზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/73.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/75.md
