---
title: "მუხლი 84. სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის ფაქტის დადასტურება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/84"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "84"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 84. სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენის ფაქტის დადასტურება — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 84 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/84

1. ნოტარიუსი უფლებამოსილია, გასცეს მოწმობა, რომლითაც დასტურდება სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის ფაქტი.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოწმობა არ არის სამკვიდრო მოწმობა და მას არ აქვს ის სამართლებრივი შედეგები, რაც მოჰყვება სამკვიდრო მოწმობის გაცემას.

3. მოწმობა მიეცემა იმ პირს, რომელმაც სამკვდროს გახსნის ადგილის სანოტარო ბიუროში წარადგინა განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ. თუ განცხადება წარდგენილი აქვს რამდენიმე პირს, ყველა მათგანს მიეცემა ერთიანი მოწმობა.

4. მოწმობაში ამ ინსტრუქციით დადგენილი სავალდებულო მონაცემების გარდა უნდა მიეთითოს ის უფლებები და ვალდებულებები, რაც აქვს მოწმობის მიმღებ პირს, როგორც სამკვიდროს კანონისმიერ მმართველს, მათ შორის: ვადადამდგარი უფლებების რეალიზაციის უფლება, ვადადამდგარი ვალდებულებების შესრულების უფლება, წარმომადგენლობის უფლება სასამართლო/ადმინისტრაციულ საქმისწარმოებაში.

5. პირს, რომელსაც მიეცა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მოწმობა, პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც სამკვიდრო მასის კანონისმიერ მმართველს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/83.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/85.md
