---
title: "მუხლი 87. პუბლიკაცია სამკვიდრო საქმისწარმოების შესახებ — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/87"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "87"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 87. პუბლიკაცია სამკვიდრო საქმისწარმოების შესახებ — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 87 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/87

1. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე და გონივრული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, ნოტარიუსი უფლებამოსილია, მოითხოვოს მამკვიდრებლის გარდაცვალებისა და სამემკვიდრეო საქმისწარმოების გახსნის შესახებ საჯარო განცხადების გამოქვეყნება საერთო-ეროვნული მნიშვნელობის გაზეთში (გაზეთში, რომელიც ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით). განცხადებაში უნდა მიეთითოს გარდაცვლილის ვინაობა, გარდაცვალების თარიღი, ნოტარიუსის ვინაობა და სანოტარო ბიუროს მისამართი, სადაც შეიძლება სამკვიდროს მისაღებად განცხადების წარდგენა. განცხადება უნდა გამოქვეყნდეს არანაკლებ ორჯერ, ამასთან, მეორე გამოქვეყნება დასაშვებია პირველი გამოქვეყნებიდან ათი დღის ამოუწურვის შემდეგ და პირველი გამოქვეყნებიდან ოცი დღის გასვლამდე. განცხადების გამოქვეყნებას უზრუნველყოფს (მათ შორის, ხარჯების გადახდით) პირი, რომელიც ითხოვს სამკვიდრო მოწმობის გაცემას.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ შემთხვევაში ნოტარიუსი უფლებამოსილია, სამკვიდრო მოწმობის გაცემა გადადოს პირველი გამოქვეყნებიდან ოცდაათი კალენდარული დღის ამოწურვამდე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/86.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/88.md
