---
title: "მუხლი 96. ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების შენახვის წესი — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/96"
law: "„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "96"
identifier: "matsne 1010061"
adopted: "2010-03-31"
consolidated_as_of: "2023-10-20"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 96. ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების შენახვის წესი — „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2023-10-20. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 96 (consolidated as of 2023-10-20), legal.ge, https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/96

1. ნოტარიუსი ვალდებულია:
ა) მიღებული ფული, ფასიანი ქაღალდები და/ან სხვა ფასეულობები გაატაროს რეესტრში, სადაც აღინიშნება მიღებული ქონების დასახელება და ოდენობა, გადამცემის რეკვიზიტები, გადაცემის თარიღი და მიზანი, მიმღები სუბიექტის რეკვიზიტები; დავალების შესრულების შემდეგ ნოტარიუსი ვალდებულია შესაბამისი აღნიშვნა გააკეთოს რეესტრში;
ბ) მიღებული ფული, ფასიანი ქაღალდები და/ან სხვა ფასეულობები შეინახოს თავისი ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობებისგან განცალკევებით.

2. ნოტარიუსი ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და/ან სხვა ფასეულობების დეპოზიტში მიღების შესახებ აცნობებს კრედიტორს და ამ უკანასკნელის მოთხოვნით გადასცემს მას ვალდებულების საგანს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/95.md
Next article: https://legal.ge/ka/law/1010061-sanotaro-mokmedebata-shesrulebis-wesis-shesakheb-instruktsiis-damtkits/97.md
