---
title: "მუხლი 17¹. ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტი — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/17-1"
law: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
article: "17^1"
identifier: "1676"
adopted: "2009-09-24"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17¹. ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტი — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, მუხლი 17¹ (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/17-1

1. ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტი შედგება ეროვნული ბანკის საბჭოს 3 არააღმასრულებელი წევრისაგან. აუდიტის კომიტეტის წევრი აირჩევა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადით.

2. აუდიტის კომიტეტის შემადგენლობას და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარეს ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო.

3. აუდიტის კომიტეტი ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს და ზედამხედველობს ეროვნული ბანკის ფინანსურ ანგარიშგებასთან, რისკების მართვასთან, შიდა კონტროლის სისტემასთან, შიდა აუდიტის საქმიანობასა და აუდიტორულ მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

4. აუდიტის კომიტეტის საქმიანობა განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №1894 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის ორგანული კანონი №2627 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/17.md
Next article: https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/18.md
