---
title: "მუხლი 32. კომერციული ბანკების, მიკრობანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, სხვა ფინანსური ინსტიტუტების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და საპენსიო ფონდის ანგარიშები, სარეზოლუციო ფონდი ეროვნულ ბანკში — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/32"
law: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
article: "32"
identifier: "1676"
adopted: "2009-09-24"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. კომერციული ბანკების, მიკრობანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, სხვა ფინანსური ინსტიტუტების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და საპენსიო ფონდის ანგარიშები, სარეზოლუციო ფონდი ეროვნულ ბანკში — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/32

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ჰქონდეს კომერციული ბანკების, მიკრობანკების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მნიშვნელოვანი სისტემის მონაწილე რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს და საპენსიო ფონდის ანგარიშები და მიიღოს მათგან დეპოზიტები თავის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციული ბანკის რეზოლუციის მიზნებისთვის გახსნას ანგარიში − სარეზოლუციო ფონდი. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის ორგანული კანონი №6305 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3264 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 28 აპრილის ორგანული კანონი №474 – ვებგვერდი, 04.05.2021წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის ორგანული კანონი №2627 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის ორგანული კანონი №4326 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №1141 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/33.md
