---
title: "მუხლი 35. ემისია — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/35"
law: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
article: "35"
identifier: "1676"
adopted: "2009-09-24"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. ემისია — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/35

1. მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს როგორც მიმოქცევისთვის, ისე საკოლექციო ან/და სხვა საჭიროებისთვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების და მათი ციფრული ვერსიების დამზადებისა და საქართველოს ტერიტორიაზე ემისიის უფლება. ლარის ბანკნოტებსა და მონეტებზე და მათ ციფრულ ვერსიებზე საავტორო უფლების მფლობელია ეროვნული ბანკი.

2. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ნომინალს, ზომას, წონას, რაოდენობას, მასალასა და სხვა მახასიათებლებს განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საბჭო.

2¹. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების გაფორმებასა და დიზაინს შეიმუშავებს და საკუთარი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო.

3. ლარის არსებული ნომინალის ბანკნოტისა და მონეტის დიზაინის, მასალის ან/და მასზე დატანილი წლის ცვლილების, ან ლარის ახალი ნომინალის შემოღების შემთხვევაში მათი მიმოქცევაში გაშვება ხდება ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით.

4. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ან/და მათი ციფრული ვერსიების ემისია უშუალოდ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარავად აკრძალულია.

5. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, მოახდინოს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების, ასევე ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

6. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებისა და რეალიზაციის წესებს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.

7. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებს და მათი მიღება-გამოცვლის წესებს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102 საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის ორგანული კანონი №4315 – ვებგვერდი, 07.03.2019წ. საქართველოს 2026 წლის 15 ოქტომბრის ორგანული კანონი №1889 – ვებგვერდი, 16.10.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/36.md
