---
title: "მუხლი 37. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების მიმოქცევიდან ამოღება და შეცვლა — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/37"
law: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
article: "37"
identifier: "1676"
adopted: "2009-09-24"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 37. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების მიმოქცევიდან ამოღება და შეცვლა — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, მუხლი 37 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/37

1. ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, მიმოქცევიდან ამოიღოს და შეცვალოს ემიტირებული ლარის ბანკნოტები და მონეტები.

2. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების მიმოქცევიდან ამოღებისა და შეცვლის წესს ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო.

3. ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ განსაზღვრული გამოცვლის ვადის დასრულების შემდეგ გამოსაცვლელი ლარის ბანკნოტები და მონეტები, როგორც გადახდის კანონიერი საშუალება, წყვეტს მოქმედებას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/36.md
Next article: https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/38.md
