---
title: "მუხლი 40. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/40"
law: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
article: "40"
identifier: "1676"
adopted: "2009-09-24"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 40. ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, მუხლი 40 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/40

1. ეროვნული ბანკი ფლობს, ინახავს და მართავს ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს, რომლებიც შეიძლება შედგებოდეს შემდეგი აქტივებისაგან: ა) მონეტარული ოქრო; ბ) უცხოური ვალუტა მონეტებისა და ბანკნოტების სახით; გ) სხვა ქვეყანაში საბანკო ანგარიშებზე რიცხული უცხოური ვალუტის ნაშთები; დ) საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხების სპეციალური უფლებები (SDR) და სარეზერვო პოზიცია სავალუტო ფონდში; ე) უცხოური ვალუტით დენომინირებული და ასანაზღაურებელი თამასუქები და სადეპოზიტო სერტიფიკატები; ვ) უცხო ქვეყნების, ცენტრალური ბანკების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების მიერ გამოშვებული სავალო ვალდებულებები; ზ) უცხოური ვალუტით გამოხატული და ასანაზღაურებელი დერივატივები და შეთანხმებები ფასიანი ქაღალდების შეძენის შესახებ, მათი შემდგომი გასხვისების პირობით (უკურეპო ოპერაციები); თ) ნებისმიერი სხვა საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სარეზერვო საშუალებები.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მართვის ამოცანების შესასრულებლად ისესხოს უცხოური ვალუტა  საკუთარი  სახელით,  1  წლამდე  ვადით,  საერთაშორისო რეზერვებში შემავალი აქტივების უზრუნველყოფით, ან დადოს შეთანხმებები ფასიანი ქაღალდების გასხვისების შესახებ, მათი ან მათი ეკვივალენტური ფასიანი ქაღალდების წინასწარ შეთანხმებულ ფასად შემდგომი გამოსყიდვის პირობით (რეპო ოპერაციები). საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5687 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. თავი VII. ეროვნული ბანკის ურთიერთობა სხვა სახელმწიფო ორგანოებთან

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/39-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/41.md
