---
title: "მუხლი 44. საფინანსო აგენტის ფუნქციები — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/44"
law: "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ"
article: "44"
identifier: "1676"
adopted: "2009-09-24"
consolidated_as_of: "2026-10-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 44. საფინანსო აგენტის ფუნქციები — საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

> Text consolidated as of 2026-10-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ, მუხლი 44 (consolidated as of 2026-10-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/44

ეროვნულ ბანკს შეუძლია თავად შეასრულოს სახელმწიფო დაწესებულებების საფინანსო აგენტის როლი შემდეგ საკითხებზე: ა) მათ მიერ გამოშვებული სავალო ვალდებულებების რეალიზება, მათ შორის, ტრანსფერული აგენტის ან სხვა საჭირო ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება; ბ) ძირითადი თანხებისა და პროცენტების გაცემა, ფასიანი ქაღალდების მიხედვით სხვა გადახდების წარმოება; გ) მათი ანგარიშებიდან საგადახდო ოპერაციების შესრულება; დ) ეროვნული ბანკის ფუნქციების შესაბამისი სხვა საკითხები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/43.md
Next article: https://legal.ge/ka/law/101044-sakartvelos-erovnuli-bankis-shesakheb/45.md
